საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ პირველი, საიუბილეო გამოცემა

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ პირველი, საიუბილეო გამოცემა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ჟურნალის პირველი გამოცემა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ქართული კონსტიტუციონალიზმის აქტუალური საკითხების გარშემო შექმნილ აკადემიურ ნაშრომებს, რომლებიც მრავალფეროვან ავტორთა წრეს ეკუთვნის. სტატიებთან ერთად, ჟურნალში წარმოდგენილია ინფორმაცია პირველი ქართული სამართლის სკოლის დაარსებისა და განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით.

 

„საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე გამოიცემა და მიზნად ისახავს კონსტიტუციონალიზმის აქტუალური საკითხების გარშემო აკადემიური დისკუსიის წახალისებასა და საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანას.

 

„საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ ელექტრონული ვერსია იხილეთ აქ.

თარიღი: 11/08/2023